მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იტალიაში ქურდობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Thanate Tan / Italy Police carიტალიის პოლიციის ავტომობილი
იტალიის პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულის თანამზრახველმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. იტალიელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე, 19 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზია ლომბარდიაში სამჯერ გაქურდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იტალიურ მასმედიაზე დაყრდნობით.

ესპანეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის, ქალი დააკავეს

დაკავებული ქალაქ მანტუაში ტექნიკის სავაჭრო ცენტრიდან რამდენიმე ლეპტოპის მოპარვას ცდილობდა.

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი თანამზრახველთან ერთად მოქმედებდა, რომელმაც დანაშაულის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

იტალიელმა პოლიციელებმა გამოარკვიეს, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევია. კერძოდ, მან მან ორჯერ გაქურდა ერთი და იმავე სავაჭრო ქსელის მაღაზიები ჯერ ფიუმიჩინოში, შემდგე კი, ფლორენციაში.

ყველა ახალი ამბავი
0