გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

© photo: Sputnik / Stringerთოვლი გუდაურის გზაზე
თოვლი გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) -კობის მონაკვეთზე  ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამაშველო კოშკურა ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
საქართველოში ამინდი გაუარესდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით.

დეპარტამენტის ცნობით,  მლეთა-გუდაურის (სოფელ  ქვემო მლეთადან  საავტომობილო გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგრეთვე განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0