გულის ამაჩუყებელი ისტორია: თბილისში ხანძრის დროს ლეკვები გადაარჩინეს

© photo: Emergency Management Service / FB ხანძარი დიდ დიღომში
ხანძარი დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძარი საოჯახო ტექნიკის მაღაზიის საწყობში კვირას, გვიან ღამით გაჩნდა.

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. მეხანძრეებმა დიდ დიღომში ტექნიკის მაღაზიის საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის დროს ლეკვები გადაარჩინეს.

ლეკვებით ხელში მეხანძრეების ფოტომ, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გამოჩნდა, ათასობით მოწონება, გაზიარება და კომენტარი დააგროვა.

„ჩვენი დროის გმირები! გადარჩენილი ოთხფეხა მეგობრები! მადლობა 112-ის ყველა თანამშრომელს", – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი რუსიკო ჯალაღანია.

ხანძარი თბილისში - როგორ აქრობდნენ ალმოდებულ საწყობს დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისში - როგორ აქრობდნენ ალმოდებულ საწყობს დიდ დიღომში

ფოტოზე კომენტარი დატოვა ცნობილმა ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ.

„სასწაული ფოტოა. უმაგრესი ბიჭები და ციცქნა, გადარჩენილი ლეკვინოები", – წერს ინგა გრიგოლია.

სოცქსელის რამდენიმე მომხმარებელს ლეკვების წაყვანის სურვილი გაუჩნდა.

„მაჩუქეთ ეს ლეკვები", – დაწერა Dima Kiladze-მ.

თუმცა, მეხანძრეებმა გადაწყვიტეს ლეკვების თავისთან, სამსახურში წაყვანა.

დიდ დიღომში Goodwill-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი საოჯახო ტექნიკის მაღაზიის საწყობში კვირას, გვიან ღამით გაჩნდა. შემთხევვის ადგილზე მობილიზებული იყო 23 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად დაახლოებით 1,8 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის მიზეზი დგინდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0