07:39 20 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0630
  • 100 RUB4.2434
  • USD2.7424
მშენებლობა

ორთაჭალაში მშენებლობა შეჩერდა - დაღუპულია ორი მუშა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (225)
96 0 0

სამშენებლო ობიექტზე შემოწმების დროს აღმოჩენილოა დარღვევები

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ორთაჭალაში მდებარე სამშენებლო ობიექტზე, საიდანაც სამი ადამიანი ჩამოვარდა, მშენებლობის პროცესი შეაჩერეს, იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

უბედური შემთხვევა 16 მარტს მოხდა კომპანია „ემ.ჯი ალიანსის“ სამშენებლო ობიექტზე. დაღუპულია ორი დასაქმებული. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მესამე დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას დასაქმებულები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი მუშა სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მომხდარზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. ინსპექტირების პროცესში გამოვლენდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამო დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა.

დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს, უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.

დეპარტამენტი აგრძელებს მოკვლევის პროცედურებს.

საქართველოში ბოლო დროს შრომის უსაფრთხოების პრობლემა გამწვავებულია. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი.

გასული წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის შექმნას, რათა თითოეული ადამიანი სამუშაო ადგილზე თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (225)

მთავარი თემები