ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მგზავრებს მგზავრობის საფასური აუნაზღაურდათ

© Sputnik / Olga Kiknavelidzeსარკინიგზო ლიანდაგი
სარკინიგზო ლიანდაგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგიდან გადავიდა

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ქუთაისი-ბათუმის მატარებლის დაზარალებულებს მგზავრობის საფასური აუნაზღაურდათ, იუწყება საქართველოს რკინიგზა.

მატარებელი თბილისი-ბათუმი - Sputnik საქართველო
ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა

შემთხვევა გუშინ ქუთაისში „რკინიგზის სადგურიდან" დაახლოებით 150 მეტრში მოხდა. ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

„საღამოს, 17:50 საათზე ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი- ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“, - წერია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0