07:30 23 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0327
  • 100 RUB4.1751
  • USD2.6821
თბილისის საქალაქო სასამართლო

ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (63)
81 0 0

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში ახალწვეულის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე დაკავებულ სამხედრო მოსამსახურეებს - ლუკა გობეჯიშვილს და არსენ მარტაშვილს პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

9 მარტს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში თანხის გამოძალვის მიზნით წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობა მოხდა. პარასკევს სამხედრო პოლიციამ ორი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა.

სამხედრო პოლიციამ გობეჯიშვილი და მარტაშვილი ქაზიმ გახრამანოვზე ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის საქმეზე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მათ წვევამდელებზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად რამდენიმე წვევამდელისგან მოახერხეს სახელფასო ბარათების მონაცემების მოპოვება, რათა შემდგომ მათი კუთვნილი თანხები მიეთვისებინათ.

საქმეზე სულ რვა პირი არის დაზარალებულად ცნობილი. საუბარია 5-10 ლარის ოდენობის თანხებზე.

პროკურატურის ინფორმაციით, ლუკა გობეჯიშვილს ადრე ქურდობისთვის განრიდება აქვს გაკეთებული, რაც შეეხება არსენ მარტაშვილს, ის წარსულში ნარკომომხმარებელი იყო. 

ბრალდების მხარის მთავარი არგუმენტი მოწმეთა შესაძლო მიმალვა, მტკიცებულებების განადგურება და მოწმეებზე ზეგავლენა იყო.

ხოლო არსენ მარტაშვილის ადვოკატმა, მზია კობერიძემ სასამართლო  სხდომაზე თქვა, რომ „ე.წ. დაზარალებულს ჯარში უარყოფითად ახასიათებდნენ, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კი, დადებითად.” 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 181-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს და ასევე 386-ე მუხლის, მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (63)

მთავარი თემები