ავტოავარიას გომბორზე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alex Shlamovპოლიცია ავტოავარიის ადგილზე
პოლიცია ავტოავარიის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და „კიას" მარკის ყველგანმავალი შეეჯახა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გზის შუამთის მონაკვეთზე მოხდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია წავკისში: ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და „კიას" მარკის ყველგანმავალი (კროსოვერი) შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0