გომბორის საგუშაგოსთან საწვავით დატვირთულ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გამოწერა
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. სართიჭალა–გომბორის საგუშაგოსთან „ფორდ ტრანზიტის" მარკის ნახევრად-სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი - Sputnik საქართველო
თბილისში შემოსავლების სამსახურის შენობაში ხანძარია

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

უწყების ცნობით, ავტომობილი 1 200 ლიტრი დიზელის საწვავით იყო დატვირთული.

„ადგილზე მუშაობენ სახანძრო–სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა დროულად შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა და ავტომობილი აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია", – ნათქვამია განცხადებაში.

საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0