22:21 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
დაკავება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის 40 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (62)
153 0 0

დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 40 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული „მეტადონის" შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე „მეტადონის" შემცველი 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სსკ-ის მე-60 მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (62)

მთავარი თემები