22:19 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
დაცვის პოლიციის მანქანა „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრთან

გატაცებისა და „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის საქმე გახსნილია

© FB / Ministry of Internal Affairs of Georgia
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (452)
156 0 0

შსს-მ თბილისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმაში სამი პირი ამხილა, ორი მათგანი დაკავებულია

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში, გლდანის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

 „საქართველოს ბანკის“ ფილიალი გასულ კვირაში დააყაჩაღეს. შსს-ს მონაცემებით, ნიღბიანი შეიარაღებული პირები ბანკის შენობაში შეიჭრნენ და ფულადი თანხა მოითხოვეს.

თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე: შსს–მ საქმე აღძრა >>

ბანკის თანამშრომლებმა პოლიციის გამოძახება მოასწრეს. ბოროტმოქმედებმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს.

გამოძიების მონაცემებით, ბრალდებულებმა ჯერ კიდევ ბანკის დაყაჩაღებამდე ორი პირი მათივე კუთვნილი ავტომობილით გაიტაცეს. სწორედ ამ ავტომობილით მიიმალნენ მძარცველები ბანკზე თავდასხმის შემდეგ. მათ მძევლები გაათავისუფლეს, ხოლო მანქანა დაწვეს.

შსს ამტკიცებს, რომ დაკავებულებს თანამზრახველი ჰყავდა. მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

პოლიციის მონაცემებით, ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია და ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (452)

მთავარი თემები