22:17 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
სასწრაფო დახმარება

უბედური შემთხვევა ახმეტაში: მეხანძრე-მაშველი ცეცხლის ჩაქრობის დროს დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
420 0 0

არსებული ინფორმაციით, მეხანძრეს მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას, ფეხი გაუცურდა და მანქანამ ქვეშ მოიყოლა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამაშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 34 წლის მაშველი სოფლის სასაფლაოზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა.  მას მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას ფეხი გაუცურდა და ავტომობილის ქვეშ ჩავარდა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

მთავარი თემები