14:50 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
არ გადაკვეთო!

თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა

CC BY 2.0 / Dean Strelau / Caution
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (745)
284 0 0

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მილები, საიდანაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე კლდის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ბუნებრივი აირის მილი და საცხოვრებელი სახლის ეზო დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ჟვანიას ქუჩის №12-ში გუშინ მოხდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მომხდარის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ვინაიდან ნგრევის საფრთხე არსებობდა, კორპუსის მშენებლობა ორჯერ შეჩერდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიას მუშაობის გაგრძელების ნებართვა მისცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებული მილიდან ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის გამოც ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები.

უსაფრთხოების მიზნით 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (745)

მთავარი თემები