იძებნება წითელსოფელში გაუჩინარებული 25 წლის მამაკაცი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლობლების ინფორმაციით, გეგეჭკორი წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში 9 მარტს 25 წლის გიგი გეგეჭკორი გაუჩინარდა, იუწყება პირველი არხი.

ახლობლების ინფორმაციით, გეგეჭკორი წითელსოფელში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რის შემდეგაც აღარავის უნახავს.

მეგობრები აცხადებენ, რომ დაინახეს, როგორ ჩაუჯდა გიგი გეგეჭკორი უცნობ პირს მანქანაში წითელსოფლის გადასახვევთან და დუშეთის მიმართულებით წავიდა.

შსს-ში გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ცნობით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, იკითხებიან გიგი გეგეჭკორის მეგობრები და ის პირები, ვინც გაუჩინარებული მამაკაცი ბოლოს ნახა.

ყველა ახალი ამბავი
0