22:00 22 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0848
  • 100 RUB4.2905
  • USD2.7676
კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრი

წვევამდელის ცემა და ფულის გამოძალვა - სამხედრო პოლიციამ გამოძიება დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (228)
126 0 0

წვევამდელი ამ დროისთვის გამოკვლევაზე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამხედრო მოსამსახურის შესაძლო ფიზიკურ ძალადობასა და თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო, პირველი არხის ეთერში განაცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა.

მარნეულის მკვიდრი, 19 წლის ფაზუმ გახრამანოვი აცხადებს, რომ კრწანისის სამხედრო ბაზაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფაზუმ გახრამანოვი ხუთი თვეა, კრწანისის სამხედრო ბაზაზე მსახურობს. მისი თქმით, შემთხვევა 9 მარტს მოხდა და მას ხუთი ჯარისკაცი და სერჟანტი ფიზიკურად გაუსწორდა.

გახრამანოვის მტკიცებით, ჯარისკაცებმა ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს და რადგან თანხა არ ჰქონდა, საკრედიტო ბარათი წაართვეს.

წვევამდელი ამ დროისთვის გამოკვლევაზე მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ბაზერაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, თანხის გამოძალვის ფაქტი არ დასტურდება.

„სერჟანტი, რომელიც დასახელებული ჰყავდა სამხედრო მოსამსახურეს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები. სამწუხაროდ თვითონ ამ სამხედრო მოსამსახურის დაკითხვა ჯერ ვერ ხერხდება. ის ამჟამად მარნეულის საავადმყოფოში იმყოფება. წვევამდელმა უნდა დაასახელოს ყველა დეტალი, რომლის ირგვლივაც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები. მოგვიანებით მოგაწვდით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას. თუ ბრალდებები დადასტურდება, ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება“, - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.

კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში წვევამდელის ცემის ფაქტი ადრეც მოხდა. მიმდინარე წლის თებერვალში ახალწვეული ელჯან ეფენდიევი დაშავდა. ეფენდიევი და მისი მშობლები ამტკიცებდნენ, რომ ის ნაცემია.  სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მაშინ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (228)

მთავარი თემები