22:21 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
დაკავება

3 500 დოლარად დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროში – დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
143 0 0

ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ 3,5 ათასი დოლარის სანაცვლოდ მის დასაქმებას სხვადასხვა საჯარო სამსახურში, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე შეძლებდა.

ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი – 2 ათასი დოლარი, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის („თაღლითობა“) მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები