ვარკეთილში ერთი კორპუსის ეზოში ოთხი ავტომობილი გაქურდეს

CC BY 2.0 / Dean Strelau / Cautionდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხივე მანქანაში ჩამსხვრეულია უკანა კარის მინები და წაღებულია პირადი ნივთები.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ვარკეთილში ერთ–ერთ ეზოში ოთხი ავტომობილი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე თბილისში სამი პირი დააკავეს

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მესამე მასივის მე-8 კვარტალში მოხდა.

კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის უკანა კარის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ.

კორპუსთან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.

ყველა ახალი ამბავი
0