ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

CC BY 2.0 / Dave Nakayama / cagedციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე ნიღბიანმა ბრალდებულებმა ზუგდიდში, სოფელ ონარიაში ელექტროსადგურის დარაჯებს კუთვნილი ავტომობილი და ნივთები გასტაცეს.

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გელა ჯიქია და ომარ ხუხუას, რომლებსაც  2 მარტს Liberty Bank-ის ინკასაციის მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა ედებათ ბრალად, იუწყება პირველი არხი.

ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულები დააკავეს >>

ხუხუა ომის ვეტერანია. 2004 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რიგითი იყო.

დანაშაული 2 მარტს მოხდა. თავდასხმისას დაიჭრა ერთ-ერთი ინკასატორი. მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა გაიტაცეს 100 ათასი ლარი, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს - Sputnik საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე: შსს–მ საქმე აღძრა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ინკასატორების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე ნიღბიანმა ბრალდებულებმა ზუგდიდში, სოფელ ონარიაში ელექტროსადგურის დარაჯებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით კუთვნილი ავტომობილი და ნივთები გასტაცეს.

გატაცებული ავტომობილი პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში იპოვა.

სახლის ჩხრეკისას, რომელსაც ბრალდებულები თავს აფარებდნენ, ამოღებულია გატაცებული ფული, კალაშნიკოვის ავტომატის ორი ერთეული, Girsan-ის ტიპის ორი პისტოლეტი და ნიღბები.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით: „ყაჩაღობა", „თავისუფლების უკანონო აღკვეთა", „ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების ან გამოძალვის მიზნით", „ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება", „ჯანმთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0