თბილისში ბოშათა ჯგუფი ტურისტებს დაესხა თავს

© Sputnik / STRINGERმათხოვრები
მათხოვრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდამსხმელებს ძაქრცვისათვის ხუთ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

 

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ძარცვის“ მუხლით, შარდენის ქუჩაზე ტურისტებზე ბოშების თავდასხმის გამო, იტყობუნება ტელეკომპანია Imedi.

სამშაბათს, სოციალურ ქსელში Facebook მომხმარებელმა Nini Ko ვიდეო განათავსა, რომელშიც ჩანს, როგორ ესხმის 15-მდე ბოშა თავს ფილიპინელ ტურისტთა ჯგუფს, ართმევს მათ ფულს და გარბის.

„შეტყობინება ამ ფაქტის შესახებ არ შემოსულა, და გამოძიება დღეს დაიწყო, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“ - ციტირებს ტელეკომპანია შსს-ს განცხადებას.

არნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0