რას ვჭამთ: „დეზერტირების ბაზრიდან" გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარი ტონა ხორცი ამოიღეს

© photo: National Food Agency / FB ხორცის დახლი დეზერტირების ბაზარში"
ხორცის დახლი დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს–ი)  „დეზერტირების ბაზრიდან" ნახევარი ტონა სხვადასხვა სახეობის გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორცის ვარგისიანობის  შემოწმება - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: უფრთხილდით სოსისს, ძეხვეულსა და შებოლილ თევზს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირების ჯგუფებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. გვირაბში) არსებული ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, რა დროსაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები, სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურეს.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორებს კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდნენ ბიზნეს-ოპერატორები: შპს  „იბერია", შპს  „ორიონი", ინდ.მეწარმე ვეფხვია სარიშვილი, შპს  „დანტე", შპს  „ლეგო 2011", ინდ.მეწარმე ბაკურ ასიტაშვილი.

კვლევები ხორცის ხარისხზე საზოგადოებრივი კვების და რეალიზაციის ობიექტებში 2017 წლის მარტიდან ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0