ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე
პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტსმენები ანტალიის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის" ხუთი ფეხბურთელი ანტალიის პროვინციაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

 მელორ ვაჩნაძე - Sputnik საქართველო
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში ფეხსაცმელის ქურდობისთვის დააკავეს

თურქული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში შევიდნენ და ერთ-ერთი სპორტული მაღაზიიდან ცხრა წყვილი ფეხსაცმელი და შორტები მოიპარეს.

მაღაზიის გაქურდვის ფაქტი პერსონალმა დღის ბოლოს აღმოაჩინა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა. გამოძიებამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა, რის შედეგადაც საქართველოს ხუთი მოქალაქე დასახლება ბელეკის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

სპორტსმენები ანტალიის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ დაკავებულებს სასამართლოს წარუდგენენ. ჯერჯერობით გუნდი "ცხინვალი" მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0