ბოდიში სასამართლოს: საფრანგეთში ქართველებმა ძვირადღირებული სასმელი მოიპარეს

© REUTERS / Benoit Tessierპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებმა მაღაზიიდან 129 ბოთლი ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთში სამართალდამცველებმა ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების მოპარვისთვის საქართველოს 36 და 38 წლის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფრანგულ მასმედიაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა მაღაზიიდან 129 ბოთლი ძვირადღირებული ვისკი, კონიაკი და შამპანური მოიპარეს. მათი ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 129 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ქალაქ გაპის სასამართლოს წინაშე გუშინ წარდგნენ.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სასამართლოში დამნაშავეებმა ბოდიში მოიხადეს. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ერთს სამი წლით, მეორეს კი ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0