თბილისში მუსიკალური აპარატურა მოიპარეს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩადენილი დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით 43 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა ისანში მაღაზიების ქურდობის ფაქტი აღკვეთეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ბალანჩინის ქუჩაზე, შპს „ცეპელინის" მფლობელობაში არსებული კონტეინერებიდან მუსიკალური ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას კი მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0