„თიბისი“ ბანკმა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

© Sputnik / Alexander ImedashviliTBC bank–ის მთავარი შენობა
TBC bank–ის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბანკი მოითხოვს რეგულატორის გადაწყვეტილების გაუქმებას საკრედიტო ორგანიზაციის დამფუნებლებისთვის ხელმოწერის უფლების ჩამორთმევის შესახებ

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. „თიბისი“ ბანკის (TBC Bank) ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო კომიტეტის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს, ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისიდან“ აძევებს

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ–ი) ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

„დღეს თიბისი ბანკმა სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხაზარაძემ სებ-ის გადაწყვეტილებას უკვე უწოდა მისი და მისი მოადგილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილი, რომელიც 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში აპირებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: „თიბისი" ბანკისთვის საფრთხე ამჟამად არ არსებობს

ამასთან, იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

ყველა ახალი ამბავი
0