თბილისის მე-15 საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა

გამოწერა
ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაღში სპეციფიკური სუნი დილიდანვე შეინიშნებოდა, რის გამოც შენობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო საბავშვო ბაღში ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში გაზის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, ბაღში სპეციფიკური სუნი დილიდანვე შეინიშნებოდა, რის გამოც შენობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

„დილით სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში არანაირ ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით აცეტონის სუნი იყო. არ ვიცით, რისი ბრალია. მოწამვლა ან ალერგია რომ არ გამოეწვია, გადავწყვიტეთ, დაგვეცალა ბაღი“, – განაცხადა მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0