რუსთავში 13 წლის ბიჭი და 14 წლის გოგო ნარკოტიკული ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. რუსთავში ნარკოტიკული თრობის ქვეში მყოფი ორი მოსწავლე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი".

მარიხუანა - Sputnik საქართველო
შსს ბახტაძის დავალებას ასრულებს: რა აკრძალვები დაწესდება მარიხუანის მოხმარებაზე

შემთხვევა რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში გუშინ, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 და 14 წლის მოზარდებმა, რომლებიც თანაკლასელები არიან, ნარკოტიკული საშუალება მიიღეს. მოგვიანებით გოგონამ თავად დაურეკა კლასის დამრიგებელს და დახმარება სთხოვა. კლასის დამრიგებელმა კი საქმის კურსში ჩააყენა სკოლის ადმინისტრაცია და მანდატურის სამსახური.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის დავით გოგოძის განცხადებით, მოზარდებს თავბრუსხვევა და საერთო სისუსტე აღენიშნებოდათ.

„ორი მოზარდი, ბიჭი და გოგო შემოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ისინი კლასელები არიან. მათივე განცხადებით, რაღაც მოწიეს და იმის შემდეგ დაეწყოთ თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. კონკრეტულად რომელი ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, ეს მოზარდებისგან ზუსტად ვერ გავიგეთ, თუმცა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან საქმე არ გვაქვს", – განაცხადა გოგოძემ.

ექიმის განცხადებით, ამ დროისთვის მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალება სკოლის ტერიტორიაზე არ მიუღიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0