არასრულწლოვნებმა კაფე „ახალი მზიური“ და ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ოთხი მოზარდი დააკავეს, რომელთაგან ერთი 16 წლისაა, ორი — 14 წლის, ხოლო ერთი — 13 წლის.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ თბილისში მდებარე სოციალური კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვნები ამხილა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

სამართალდამცველებმა ოთხი მოზარდი დააკავეს, რომელთაგან ერთი 16 წლისაა, ორი — 14 წლის, ხოლო ერთი — 13 წლის. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
არასრულწლოვნებმა გორიდან ავტომობილი გაიტაცეს

გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა პარკ „მზიურში“ მდებარე სოციალური კაფე „ახალი მზიურიდან“ ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარი  მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გარდა ამისა, დადგინდა, რომ აღნიშნულმა არასრულწლოვნებმა  ასევე გაქურდეს მაღაზია „აიტექნიკი“, საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუქტებით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ყველა ახალი ამბავი
0