05:53 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
დაკავება

ზუგდიდში ტურისტებს ზურგჩანთები მოჰპარეს: დაკავებულია 46 წლის მამაკაცი

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
15110

სამართალდამცველებმა მოპარული ზურგჩანთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სოფელ სარფში 46 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ორ უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციამ მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო", – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები