17:22 22 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0128
  • 100 RUB4.0560
  • USD2.6570
საპატიმრო

ირანის მოქალაქეს საქართველოში 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1057)
96 0 0

ირანის მოქალაქემ საქართველოში კოდეინი, მეტამფეტამინი და სხვა ნარკოტიკები შემოიტანა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ირანის მოქალაქე დამნაშავედ ცნო საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შემოტანაში და მას 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქე 2018 წლის მაისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან ნარკოტიკები ქვეყანაში თურქეთიდან, „კარწახის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო>>

ნარკოტიკი მას საკუთარ ტანსაცმელში ჰქონდა დამალული. ეს ნარკოტიკები იყო 26 აბი და ცხრა ნატეხი, რომლებიც ბუპრენორფინს შეიცავდა, 5,4 გრამზე მეტი მორფინი, 3,6 გრამზე მეტი კოდეინი და სხვ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1057)

მთავარი თემები