07:34 22 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ეჭვმიტანილის დაკავება

ყოფილი ცოლის დაჭრის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffs
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
145 0 0

ბრალდებული სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ ყაზბეგში დააკავეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის დაჭრის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მამაკაცი სამართალდამცველებმა „ცხელ კვალზე“ ყაზბეგში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11-117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები