დაკავებულია მძღოლი, რომელმაც გორში მიკროავტობუსით ახალგაზრდა გაიტანა

© Pixabay / 4711018ხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნახევარი წლის შემდეგ დაკავებულ მძღოლს შვიდ წლამდე პატიმრობა ელოდება.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა 49 წლის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის ივლისში გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში მიკროავტობუსით 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გაიტანა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
წყნეთში ავტობუსი ავარიაში მოჰყვა – არიან დაშავებულები

მერებაშვილმა მას შემდეგ, რაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა, შეძლო ახლობლებთან დარეკვა და დახმარება ითხოვა. როდესაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მივიდა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ გზაში, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მერებაშვილის ოჯახის წევრებმა გასული წლის სექტემბერში საპროტესტო აქცია მოაწყვეს საქმის გამოძიებისა და დამნაშავის დასჯის მოთხოვნით.

საქმესთან დაკავშირებით დაახლოებით 140 ადამიანი დაიკითხა, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით.

ყველა ახალი ამბავი
0