21:17 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ხელბორკილები

თბილისში „ქურდულ შეკრებაში" მონაწილე ხუთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (143)
17710

ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ სულხან ჯაფარიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საბანაძის განცხადებით, კრიმინალური სამყაროს ხუთი წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს, ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდ სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 27 იანვარს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქესა და ერთ-ერთ ბიზნესმენს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

„ამავე შეკრებაში ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა აღნიშნული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს.

პოლიციამ თბილისში დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის“, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქურდულ სამყაროსა" და მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით 2018 წლის აპრილიდან სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

კერძოდ, „კანონიერ ქურდობასა" და „ქურდული სამყაროს წევრობასთან" ერთად სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა", „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა" და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა".

თემები:
კრიმინალი საქართველოში (143)

მთავარი თემები