19:23 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე

სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელები დაჭრა – დაღუპულია ორი ადამიანი

Sputnik / Viktor Tolochko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს–2018 (1694)
302 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ ჯერ პედაგოგი დაჭრა, შემდეგ კი ის თანაკლასელები, რომლებიც მასწავლებელს გამოესარჩლნენ.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. დანით შეიარაღებული მოსწავლე მასწავლებელსა და თანაკლასელებს დაესხა თავს, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

შემთხვევა ბელარუსის ქალაქ სტოლბცის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლემ ჯერ პედაგოგი დაჭრა, შემდეგ კი ის თანაკლასელები, რომლებიც მასწავლებელს გამოესარჩლნენ.

პედაგოგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი მოსწავლეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაშავებულებს უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

არის კიდევ ერთი მსხვერპლი — მე-11 კლასელი მოსწავლე, რომელიც ინციდენტს არ შესწრებია და გვერდით საკლასო ოთახში იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, თავდამსხმელი მასწავლებლისა და თანაკლასელების დაჭრის შემდეგ სწორედ იმ კაბინეტში შევარდა და მოსწავლე სასიკვდილოდ დაჭრა.

Sputnik-ბელარუსის ინფორმაციით, დაღუპული მასწავლებელი 50 წლის იყო.

როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, პოლიციამ და სპეცრაზმმა დამნაშავე დააკავეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)

მთავარი თემები