06:16 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
სასწრაფო დახმარება

თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1650)
153 0 0

დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. ის ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1650)

მთავარი თემები