19:22 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
პატრული

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
17900

საპატრულო ეკიპაჟმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ორთაჭალაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

დაზარალებულის განმარტებით, „კლიენტმა", რომელიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ტრანსგენდერის განცხადებით, მან დახმარება მეგობარს სთხოვა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

საპატრულო ეკიპაჟმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით და 178-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ძარცვას გულისხმობს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)

მთავარი თემები