ბათუმში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Alex Shlamovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ორსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 230 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხანძარი ბარაკის ტიპის საცხოვრებელ სახლში ორშაბათს, დილით გაჩნდა. უწყების ცნობით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი და 200 კვადრატული მეტრი სასხვენო გადახურვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

 

ყველა ახალი ამბავი
0