ხანძარი თბილისში - ისანში საცხოვრებელი სახლი იწვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო-სამაშველო სამსახური 112
სახანძრო-სამაშველო სამსახური 112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეებმა მეზობელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღკვეთეს

თბილისი, 10 თებერვალი - Sputnik. თბილისის ცენტრში ხანძარია - ისანში ცეცხლს ცხრა სახანძრო ბრიგადა აქრობს, იუწყება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, დოდაშვილის ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის - დამწვარია 150 კვ მეტრი, დაშავებულები არ არიან.

„არსებობდა ცეცხლის გვერდით მდებარე შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი სწრაფად იქნა ლოკალიზებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ წუთებში, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0