არასრულწლოვნებმა გორიდან ავტომობილი გაიტაცეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვნები გატაცებული ავტომობილით ისე ჩავიდნენ ბორჯომში და დაბრუნდნენ უკან, რომ ისინი არავის შეუჩერებია.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. 14 წლამდე მოზარდებმა გორიდან ავტომანქანა გაიტაცეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

არასრულწლოვნები გატაცებული ავტომობილით ისე ჩავიდნენ ბორჯომში და დაბრუნდნენ უკან, რომ ისინი არავის შეუჩერებია.

ავტომობილის მფლობელმა ქურდობის შესახებ პოლიციას აცნობა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი გამტაცებლები  ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან დააკავეს.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ყველა ახალი ამბავი
0