უზბეკეთის მოქალაქე ბავშვის მკვლელობის გამო საქართველოს ციხეში დარჩება

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ძალაში დატოვა მაქსიმალური სასჯელი უზბეკეთის მოქალაქისთვის, რომელმაც საქართველოში მეგობრის შვილი მოკლა

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უვადო პატიმრობის შეფარდების შესახებ უზბეკეთის მოქალაქე საირაჰონ მირბობოევას მიმართ ოთხი წლის გოგონას მკვლელობისთვის, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხი წლის ბავშვის მკვლელობა ბათუმში: მკვლელი შერაცხადი ყოფილა >>

მკვლელობა 2018 წლის 14 ივნისს მოხდა. გამოძიების მონაცემებით, მირბობოევამ თავისი მეგობრის შვილი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა. ბავშვის დედა საზღვარგარეთ იმყოფებოდა და მას ბოლო დროს მირბობოევა უვლიდა. მან ბავშვის ცხედარი პოლიციაში თავად მიიტანა.

მოწყენილი ბავშვი მარტო გზაზე - Sputnik საქართველო
ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების გამო სოციალური მუშაკები სამსახურიდან გაუშვეს

სასამართლო მოსმენებზე მირბობოევას ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეურაცხადია, თუმცა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ქალი ჯანმრთელი იყო.

საბოლოო ჯამში, 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის საქალაქო სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მაქსიმალური სასჯელი - უვადო პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სსკ-ის 109-ე მუხლით „განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0