მეტროს სადგური „წერეთელი" დაკეტილია

© Tbilisi Transport Companyთბილისის მეტროპოლიტენი
თბილისის მეტროპოლიტენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. მეტროს სადგურ „წერეთლის" ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს, აღნიშნულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, მატარებლები დროებით არ გაჩერდება მეტროს სადგურ „წერეთელზე", საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში კი მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროს სადგური „წერეთელი" მგზავრთა მიღებას განაახლებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ყველა ახალი ამბავი
0