დატბორილი მანქანები, მაღაზიები, პირველი სართულები: ვაკეში წყლის მილი გასკდა

გამოწერა
წუხელ თბილისში, პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილიც დაიტბორა

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. თბილისში ბარნოვის ქუჩაზე მაგისტრალური მილი გასკდა, საიდანაც მთაწმინდის რაიონი წყლით მარაგდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. დაზიანებულია 900 მილიმეტრიანი თუჯის მილი, ბარნოვის ქუჩა გადაკეტილია და ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სპეცტექნიკა.

ტელეკომპანიის ცნობით, დატბორილია  ქუჩაზე მდებარე სახლების პირველი სართულები,  დაზიანებულია მაღაზიები და მანქანები, ასევე  წყალმა შეაღწია შენობების პირველ სართულებზე, დაზიანებულია სალონების, მაღაზიებისა და საცხოვრებელი სახლების ავეჯი და ინვენტარი.

პეკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა

დაზარალებულების  განცხადებით,  თავდაპირველად  ძლიერი ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც მათ სახლებში წყლის ნიაღვარი შევარდა.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP) განცხადებით, სპეციალისტები ადგილზე შეუჩერებლად იმუშავებენ და წყლის მიწოდება ხვალ გამთენიისას აღდგება.

„წყალმომარაგება შეეზღუდა ვაკის რაიონში, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილს და მიმდებარე ქუჩებს. წყალმომარაგება, სამუშაოების დასრულებისთანავე 4 თებერვალის დილის, 09:00 საათიდან აღდგება“, - აცხადებენ კომპანიოაში.

რაც შეეხება ზარალს, GWP-ს გენერალური  დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, კომპანია მას სრულად  აანაზღაურებს.

წუხელ თბილისში, პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილიც დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, დატბორვის მიზეზი დოლიძის ქუჩაზე 300 მილიმეტრიანი მილის დაზიანება გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0