საქართველოში რუსეთის ორ მოქალაქეს ეძებენ

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უგზო–უკვლოდ 16 უცხოელი დაიკარგა, აქედან ოთხს დღემდე ეძებენ

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს რუსეთის ოთხი მოქალაქე დაიკარგა, აქედან ორი იპოვეს, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მონაცემების თანახმად.

საქართველო რეგიონში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა – Global Finance-ის რეიტინგი >>

გასულ წელს საქართველოში დაიკარგა ასევე აზერბაიჯანის სამი მოქალაქე - ორი მათგანი საღ-სალამათი იპოვეს, ერთი კი გარდაცვლილი ნახეს.

2018 წელს საქართველოში აგრეთვე ბანგლადეშის ხუთი მოქალაქე დაიკარგა. ხუთივე ცოცხალი აღმოჩნდა.

წარმატებით დასრულდა ასევე ორი პირის - იაპონიის და საუდის არაბეთის მოქალაქეების ძებნა. ხოლო იტალიის და უზბეკეთის მოქალაქეები დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, 2018 წელს დაიკარგა 167 ადამიანი, აქედან 100 ცოცხალი ნახეს, ხოლო 15 - გარდაცვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0