ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ აღმზრდელს ბაღის დირექტორი დადებითად ახასიათებს

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღში
საბავშვო ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული აღმზრდელი საბავშვო ბაღში სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ნაძალადევის რაიონში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 25-ე საჯარო ბაღის აღმზრდელს ბაღის დირექტორი დადებითად ახასიათებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბაღის დირექტორი თიკო ნოზაძე აღნიშნავს, რომ ბრალდებულს, რომელიც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, თბილი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან და ერთ-ერთ საუკეთესო აღმზრდელად ითვლებოდა. დაკავებულს სასამართლოს დასრულებამდე სტატუსი აქვს შეჩერებული.

„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, იყო ერთ-ერთი საუკეთესო აღმზრდელი, აქტიური, კომუნიკაბელური. ბავშვები დღემდე გიჟდებიან მასზე. მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩემამდე არასდროს მოსულა მის შესახებ რაიმე უსიამოვნო ფაქტი. როგორც ხელმძღვანელს, მისთვის შენიშვნა არასდროს მიმიცია“, – განაცხადა თიკო ნოზაძემ.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი 130 აბი „სუბოტექსის" შენახვისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის 44 წლის აღმზრდელი 130 აბი „სუბოტექსის" შენახვის ბრალდებით 4 იანვარს დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი – „ბუპრენორფინის" შემცველი 130 აბი „სუბოტექსი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისას სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0