ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზეა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით (ე.წ. ღორის გრიპი) 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ „ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 17 ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისში გრიპის ვირუსი მძვინვარებს - Sputnik საქართველო
საქართველოში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ახალი მონაცემები გასაჯაროვდა

ექიმების განცხადებით, ზუგდიდში პაციენტი ფილტვების ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში 10 იანვარს შეიყვანა. თუმცა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

რა არის „ტამიფლუ“ და რა შემთხვევაში შეიძლება მისი მიღება>>

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0