კიდევ ერთი აფეთქება თბილისში – ისნის რაიონში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჯერად აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა ისანში, გეთიას ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მთლიანად დამწვარია დამხმარე ნაგებობა, დაახლოებით 15 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ–თბილისი": დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა

ცეცხლი ადგილობრივებმა შეამჩნიეს და სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. შენობიდან მოსახლეობა სასწრაფოდ გამოიყვანეს.

„რომ გამოვედი, ცეცხლი ეკიდა უკვე, „კალონკა" ჩაირთო თვითონ, ოდნავ იყო დატოვებული ონკანი ღია. ხანძარი გაჩნდა... ბავშვები გამოვიყვანე სახლიდან, არავინ დაშავებულა", – ამბობს დაზარალებული.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამას გარდა დღეს, დილით „ყაზტრანსგაზმა" ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს შეუწყვიტა. ადგილობრივების განცხადებით, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა.

16 იანვარს, სავარაუდოდ, გაზის გაჟოვის შედეგად დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი.

ყველა ახალი ამბავი
0