ბათუმში ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

© photo: Batumi City Hall / FBქარიშხლის შედეგები ბათუმში
ქარიშხლის შედეგები ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა ქარმა ბათუმში დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენაც კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ბათუმში ითვლიან ზარალს, რომელიც ქალაქს ძლიერი ქარის გამო მიადგა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს“ ქალაქის მერიაში.

ძლიერმა ქარმა გუშინ ბათუმში სახლებს სახურავები გადახადა. სახლებს დროებითი გადახურვა გაუკეთეს. გარდა ამისა, ქარიშხალმა დააზიანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, საგზაო ნიშნები, სარეკლამო ბანერები და სხვა ინფრასტრუქტურა. ორმა ადამიანმა მცირე დაზიანებები მიიღო. შტორმი სანაპიროზე ექვს ბალს აღწევდა.

თოვლი - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

„ბათუმის მერიის „ცხელ ხაზზე“ დაახლოებით ოცი შეტყობინება შემოვიდა. შესაბამისმა სამსახურებმა დახმარება დაუყოვნებლივ გასწიეს. გუშინვე დაიწყო ზარალის დათვლა. დროებით გადახურეს დაზიანებული სახლების სახურავები. როცა ზარალის დათვლა დასრულდება, საკითხი განსახილველად კომისიას გადაეცემა. მაშინ ცნობილი გახდება შემდგომი სარემონტო სამუშაოების ჩატარების დეტალები“, – განაცხადეს ქალაქის მერიის პრეს-სამსახურში.

უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ქალაქში გაწმენდის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო.

„ახლა ბათუმში წვიმს. ქარი არ არის“, – განაცხადეს პრეს–სამსახურში.

დაახლოებით 40 შეტყობინება შევიდა აგრეთვე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის „ცხელ ხაზზე“. სამართალდამცველმა უწყებამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა მას შემდეგ, რაც დაშავდნენ ადამიანები და დაზიანდა კერძო საკუთრება.

ყველა ახალი ამბავი
0