გორში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

© photo: Sputnikსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკაში მოთავსებული დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. გორის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა წმინდა წყლის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
შსს–მ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ძლიერი არ ყოფილა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაშავებული მამაკაცი, რომელსაც სახის არეში აქვს დამწვრობა მიღებული, კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბუნებრივი აირის გაჟონვამ ტრაგედია გამოიწვია თბილისში.

16 იანვარს, საღამოს დიდ დიღომში ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქებამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება რვა დაშავებული, რომელთაგან ექვსი ბავშვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0