დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები მერიამ სასტუმროებში მოათავსა

© Sputnik / STRINGERაფეთქება დიდ დიღომში
აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რვა ოჯახიმოთავსებულია სასტუმრო „შაინში“, ხოლო სამი – „ტეხასში“. დაზარალებულების განცხადებით, მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ღამე მშვიდად გაათენონ.

უფრო ადრე იმის თაობაზე, რომ აფეთქების შედეგად დაზარალებული არცერთი ადამიანი თავშესაფრის გარეშე არ დარჩებოდა, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

აფეთქება თბილისში - დაზიანებული შენობის კადრები - Sputnik საქართველო
აფეთქება თბილისში - დაზიანებული შენობის კადრები

ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი.

საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე, ჩანგრეულია ლიფტიც.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყველა ახალი ამბავი
0