შსს–მ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

© Sputnik / STRINGERაფეთქება დიდ დიღომში
აფეთქება დიდ დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik.  შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "112"-ზე ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0