ქუთაისში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. ერთი ადამიანი დაიღუპა ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტრაგედიის ადგილი - Sputnik საქართველო
ტრაგედია გორში - ავარიას მამაკაცი და ორსული ქალი ემსხვერპლნენ

ავტომობილი 60 წლამდე ასაკის ქვეითად მოსიარულე მამაკაცს   მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0