თბილისის ცენტრში ავტომობილი ჩაცხრილეს

© Sputnik / Alex Shlamovსაპატრულიო პოლიცია
საპატრულიო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, დაშავებული არავინაა

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის ცენტრში, ტატიშვილის ქუჩაზე ავტომობილი ჩაცხრილეს, დაჭრილია მანქანის მძღოლი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თვითმხილველების ცნობით, Kia-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი ტატიშვილის ქუჩიდან სავარაუდოდ მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც მას რამდენჯერმე  ესროლეს.

სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, დატოვა მანქანა, რომელიც დაგორდა და მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სროლა თბილისის ცენტრში: დაჭრილია მამაკაცი

გაირკვა, რომ დაჭრილია მანქანის მძღოლი გიორგი ადუაშვილი, რომელსაც ოპერაცია უტარდება. საუბრობენ, რომ ასევე დაჭრილია სხვა პირიც.

„მძღოლი არ იჯდა შიგნით, 5 გასროლის ხმა მაინც იყო“, - განაცხადეს თვითმხილველებმა.

„რუსთავი 2“-ის  ინფორმაციით, ავტომობილი 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნის და ის საჩხერეში ცხოვრობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ავტომობილს საბარგულზე სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. დაზიანებულია საქარე მინაც.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

გამოძიება სსკ-ის 18-108 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0